გასანულებელი სესხები TBC ბანკში დაახლოებით, მთლიანი სასესხო პორტფელის 1%–ია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, საერთო ჯამში, ბანკს დაახლოებით, 120 მილიონი ლარი აქვს მოქალაქეებისთვის ჩამოსაწერი.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პორტფელი 9 მილიარდ ლარზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს არ არის ძირითადი ბიზნესი. ეს დაახლოებით, 1%–ია ჩვენი მთლიანი აქტივების და ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი ძველი სესხები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩემი აზრით, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რაც ძირითადად დაგროვილი იყო მიკორსაფინანსო ორგანიზაციებში. რეალურად პრობლემები იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების არარსებობის გამო. ის 50%–იანი ზედა ზღვარი, რაც არის შემოღებული, მომავალში ასეთ პრობლემებს აღარ გამოიწვევს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.