მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუღალტრული მომსახურება საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისთვის

606d6c1995389
BM.GE
07.04.21 12:13
1449
საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ბუღალტრული მომსახურება და საგადასახადო დეკლარაციების მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვალიფიციური კადრების მოძიება და საბუღალტრო დეპარტამენტის დაკომპლექტება მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა მეორე მხრივ, გამართული ბუღალტერიის წარმოება და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება ნებისმიერი ბიზნესის საქმიანობის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა შიდა ბუღალტრის აყვანის ალტერნატივა, კერძოდ, ბუღალტრული მომსახურების აუტსორსინგი. აღნიშნული მომსახურება ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს მისი ხელმისაწვდომობისა და მაღალი ხარისხის გამო.

ქართულ ბიზნესბაზარზე მოღვაწე საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების აუტსორსინგული კომპანია „ენთები“ ( www.ants.ge  ) მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ექვსი წელია, რაც ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას უწევს.

მისი კლიენტები არიან ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა: „8000 მოსავალი“, „გეფერინი“, „ფიტპასი“, „ინებე“, „მადამ კოკო“, „9 მთა“ და სხვა. ამჟამად „ენთები“ 120-ზე მეტ კომპანიას უწევს ყოველთვიურ საბუღალტრო მომსახურებას.

„ენთების“ საბუღალტრო მომსახურების აუტსორსინგს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

ნაკლები ხარჯი - ბუღალტრული მომსახურების აუტსორსინგი უფრო ნაკლებად ხარჯიანია, ვიდრე შიდა ბუღალტრის აყვანა. შიდა ბუღალტრის ყოველთვიური ხელფასი ხარჯი ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება „ენთების“ ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს.

სერვისის ხარისხი - აუტსორსინგის შემთხვევაში კომპანია თანამშრომლობს გამოცდილი ბუღალტრებითა და ფინანსისტებით დაკომპლექტებულ გუნდთან, რომელთაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

დაზღვევა - „ენთები“ პასუხს აგებს საკუთარი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ზარალზე, მაშინ როცა შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში ბუღალტრის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად მიღებული ზარალის რისკი მთლიანად კომპანიაზეა.

თანამედროვე სააღრიცხვო პროგრამა - „ენთები“ ბუღალტერიის წარმოებისას იყენებს აღრიცხვისა და კომუნიკაციის უახლეს პროგრამებსა და სისტემებს, რაც ზოგავს დროს და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს. კომპანიის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ინახება ელექტრონულ არქივში.

„ენთების“ საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუკი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge 
საიტი: www.ants.ge 
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები