მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bugatti-ის ახალი მანქანა, რომელიც 9 მილიონი დოლარი ღირს

5e0495bb29795
ნათია თაქთაქიშვილი
27.12.19 00:15
2054
კომპანია Bugatti-მა მანქანის ახალი მოდელი კალიფორნიაში გამართულ ავტოგამოფენაზე წარადგინა.  

Centodieci 1990-იან წლებში გამოშვებული Bugatti EB110-ის თანამედროვე მოდელია და მის მიხედვით არის აწყობილი.

ახალი მოდელის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარია. მსგავსი მხოლოდ 10 მანქანის წარმოება იგეგმება.

Bugatti-ის ამ მოდელს აქვს 16-ცილინდრიანი ტურბო ძრავა და 1 600 ცხენის ძალა. ავტომობილს შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ 2.4 წუთში. ახალი მოდელის მაქსიმალური სიჩქარეა 236 მილი/საათში [დაახლოებით, 380 კმ/სთ].

აღსანიშნავია, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Bugatti, 1998 წელს, Volkswagen Group-მა შეიძინა. მას შემდეგ, ბრენდი, ძვირად ღირებულ სწრაფ მანქანებს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები