მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია "ენთები"-მ ახალი ოფისი გახსნა

ენთები
BM. GE
26.02.24 16:29
699

ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია "ენთებიმ" ნუცუბიძის N26ა-ში ახალი ოფისი გახსნა.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ამჟამად მომსახურებას 600-მდე პარტნიორ კომპანიას უწევს.

მისი მიზანი შექმნის დღიდან ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მომსახურების გაწევა და საგადასახადო სისტემის სრულყოფა იყო. კლიენტების რაოდენობის ზრდისა და ახალი მოთხოვნების გაჩენის შემდეგ კი კომპანიამ ახალი, მრავალფუნქციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისის გახსნა გადაწყვიტა.

"ფართი გასულ წელს შევიძინეთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საჭიროებების მიხედვით მოგვეწყო. ადრე რამდენიმე ლოკაციაზე ვოპერირებდით, რაც სამუშაო პროცესში საკმაოდ რთული იყო. ამიტომ ორი ოფისი გავაერთიანეთ და მივიღეთ ახალი, უფრო დიდი სივრცე, რომელიც 100 თანამშრომელზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ახალი ოფისისთვის კომპანიამ 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა", - განუცხადა BMG-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნიკა წიკლაურმა.

"ენთების" წარმომადგენლები აცხადებენ იმასაც, რომ ოფისი ამჟამად 400 კლიენტ კომპანიას ემსახურება, თუმცა მისი გამტარუნრიანობა ბევრად მაღალია და 1500 კლიენტის მომსახურების რესურსი აქვს.

ოფისი სხვადასხვა სახის და დანიშნულების სივრცეებითა აღჭურვილი და აქ თანამშრომლებს როგორც მყუდრო გარემოში მუშაობა, ისე განტვირთვაც შეუძლიათ.

"გვაქვს როგორც საკონფერენციო, ისე შეხვედრების ოთახი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლების განტვირთვისთვის მოვაწყვეთ Game Zona-ც, რომელიც გასართობი ინვენტარითაა აღჭურვილი", - აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ოფისი 24 თებერვალს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას კომპანიის კლიენტ კომპანიების წარმომადგენლები და პარტნიორები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები