ბუკნარი ბათუმიდან მხოლოდ 7 წუთის სავალ გზაზეა და უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა, სადაც ზღვისა და მთის ჰავა ჰარმონიულადაა შერწყმული. კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ბუკნარში 9 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, ასევე სპორტულ მოედანს და მწვანე ზონებს.
პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია და დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. მიმდინარე პროცესს, რა ხდება ამ დროისთვის ბათუმიდან 7 წუთის სავალზე?
სტუმრები: ელენე ზამთარაძე - "ლისი დეველოპმენტის" მარკეტინგის დირექტორი;
აკაკი ჩხიკვაძე - "ლისი დეველოპმენტის" ბიზნესის განვითარების დირექტორი;