ბუკნარში მზე ისე ჯადოსნურად ჩადის, ერთხელ ნახვა არ გეყოფა. სწორედ ამ იდეაზეა აგებული Buknari Resort-ის ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი. მთავარ გმირებს ბავშვობიდან ახსოვთ, რომ თუ მზის ჩასვლას სანაპიროზე წამოწოლილი უყურებ, მერე კი სწრაფად წამოდგები, კიდევ ერთხელ მოკრავ თვალს, როგორ ჩაყვინთავს მზე ზღვაში.
ამჯერად წყვილს სხვა იდეა უჩნდება - ბოლომდე დაედევნონ მზეს, ადიან Buknari Hotel-ის ზედა სართულზე, რათა საკუთარი ნომრის აივნიდან კიდევ ერთხელ დატკბნენ მზის ჩასვლის ჯადოსნური სანახაობით. მაყურებელი მათთან ერთად გადის ამ გზას და თანდათან ეცნობა Buknari Resort-ის სივრცეებს, ატმოსფეროსა და იმ გამოცდილებას, რომელსაც ეს ადგილი ქმნის.
Buknari Resort აერთიანებს Buknari Hotel-ს, პრემიუმ აპარტამენტებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.
შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვისა და ასწლოვანი სუბტროპიკული ტყის სიახლოვეს, Buknari Resort ლისი დეველოპმენტის იმავე ხედვის გაგრძელებაა, რომელიც უკვე 15 წელია კომპანიის ყველა პროექტს აერთიანებს - ბუნებასთან ერთად შექმნილი სივრცეები.
Buknari Resort აერთიანებს Buknari Hotel-ს, პრემიუმ აპარტამენტებსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას - აუზს, ბიჩ-ქლაბს, პადელის მოედანს, კომერციულ ზონასა და რესტორნებს.
Buknari Hotel

საცხოვრებელი ბლოკი

კურორტის განვითარების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, Buknari Hotel პირველ სტუმრებს მასპინძლობს, სწორედ ამიტომ, ვიდეოში ნაჩვენები ატმოსფერო მხოლოდ იდეა აღარ არის - ის რეალური გამოცდილებაა, რომლის გაზიარებასაც Buknari Resort უკვე დღეს სთავაზობს სტუმრებს.
100-ნომრიანი სასტუმრო მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, საკონფერენციო სივრცეებს, სპას, ლაუნჯს და სამასაჟე ოთახებს. გარე ინფრასტრუქტურა კი აერთიანებს პადელის მოედანს, სასეირნო ბილიკებს და რეკრეაციულ ზონებს. ბუკნარი ჰოტელის ყველა ნომრიდან იშლება პანორამული ხედები ზღვაზე და აჭარის მთებზე.
პროექტი განვითარებას განაგრძობს, განვითარების ეტაპები მოიცავს საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობას, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები .
გენერალური გეგმა ასევე ითვალისწინებს სანაპირო ზოლის სრულ განვითარებას, Beach Club-ის, საბავშვო გასართობი ზონების, კომერციული სივრცეების და სხვა მრავალფუნქციური ობიექტების მოწყობას.


























