მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Buknari-ს პროექტში „ლისი დეველოპმენტი“ თავისი მწვანე მიდგომების ერთგულია - რას მოიცავს პროექტი?

ლისი დეველოპმენტი

„ლისი დეველოპმენტი“ ბათუმიდან 7 წუთის სავალზე, ახალი საკურორტო უბნის Buknari-ს პროექტშიც თავისი მწვანე მიდგომების ერთგული რჩება, რაც პროექტის შესრულებასა და განაშენიანებას 80/20-ზე პრინციპით გულისხმობს. შავი ზღვისპირეთში კომპანიის ახალი პროექტის შესახებ "ლისი დეველოპმენტის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ელენე ზამთარაძემ „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.

დეველოპერული კომპანია "ექსპო ჯორჯია" უძრავი ქონების კვირეულში იღებს მონაწილეობას, სადაც მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებით, მასშტაბურ გამოფენაზე ჩამოსულ 40-მდე საერთაშორისო ბროკერსა და კომპანიას Buknari-ს ახალ პროექტს გააცნობენ.

ელენე ზამთარაძის ინფორმაციით, პროექტი ბათუმიდან 7 წუთის სავალზე სუბტროპიკული კლიმატის ზონაშია და ის 9 ჰა-ის ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება.

„პირველ ეტაპზე მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს შიდა აუზს, მწვანე ზონებს, სტადიონს, შიდა და გარე რესტორნებს. პროექტს ისიც გამოარჩევს, რომ ის მდებარეობს პირველ ზოლში და პირდაპირი წვდომა აქვს ზღვაზე. პროექტით გათვალისწინებულია, 35 კვ.მ-დან სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მოწყობა, სადაც ყველაზე დიდი აპარტამენტი ა 70 კვ.მ -ის ფართობის არის. ყველა ბინიდან იშლება ზღვის ან მთის ხედები და ბარდება სრული რემონტით, ავეჯით, სამზარეულოთი და საჭირო აქსესუარებს.

ამ პროექტში „ლისი“ თავისი მწვანე მიდგომების ერთგულია. ხაზი უნდა გავუსვათ დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებას და ადამიანზე მორგებულ გარემოს და ინფრასტრუქტურას. კომპანიამ მწვანე მიდგომების დამკვიდრება 2010 წლიდან დაიწყო. მწვანე ქალაქი ლისზე 80/20-ზე პრინციპით არის აშენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პროექტებში 80% გამწვანებას და ინფრასტრუქტურას ეთმობა და შენობების განლაგება მხოლოდ 20%-ზე ხდება. Buknari-ის განაშენიანების ყველა ეტაპზე ამ ფილოსოფიის ერთგულები ვიქნებით“, - განმარტავს ელენე ზამთარაძე.

მისივე თქმით, Buknari-ს პროექტის განაშენიანება ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Architects of Invetion-მა შეიმუშავა და კომპანიისთვის ეს საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.

„მწვანე ქალაქის ლისის პროექტთან მიმართებით ჩვენ ვთანამშრომლობდით UN studio-სთან, რომელიც ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიაა და მათი ავტორობით შექმნილია Lisi Green Tower, რომელიც უკვე დასრულებულია. აქტიურ ფაზაშია ცნობილი ესპანელი არქიტექტორის რიკარდო ბოფილის ავტორობით შექმნილი პროექტი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. ასევე მნიშვნელოვანია Architects of Invetions-ის Lisi Garden House, რომელიც მწვანე ქალაქის ლისზე მესამე უბანში მდებარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა და ქართული უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება“, - აღნიშნა ელენე ზამთარაძემ.

Buknari-ის პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

"ექსპო ჯორჯია" უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები