მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-მდე გაიზრდება

რუმენ რადევი

ბულგარეთი, თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდის – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის ახალმა მეთაურმა ეს გადაწყვეტილება NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას გააჟღერა. საყურადღებოა, რომ პრემიერ რუმენ რადევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი ახალი ნიშნულის მიღწევის ზუსტი ვადები არ დაუკონკრეტებია. აქვე უნდა ითქვას, რომ ბულგარეთს ალიანსის მიერ დადგენილი 2%-იანი ზღვარი უკვე გადალახული აქვს.

ბალკანური ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების გაზრდა 7-8 ივლისს დაგეგმილი ანკარის სამიტის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

რაც შეეხება თავად ბულგარეთის ლიდერს, რუმენ რადევი წარსულში ბულგარეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და აქტიურად აკრიტიკებდა არამარტო ევროკავშირს, არამედ NATO-საც. საპარლამენტო არჩევნების წინ იგი თანამდებობიდან გადადგა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი პრორუსული განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროპული კურსის ერთგულება საჯაროდ დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები