ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი, პროტესტი ნიშნად გადადგა. ბერძენიშვილი ამის შესახებ X-ის გვერდზე წერს და სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიანი აქციის დროს დარბეულ მოქალაქეებს.
"ამ საჯარო განცხადებით ვადასტურებ, რომ ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება უკვე წარვადგინე. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტ ხანს), აქტიურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, საქართველოს ევროატლანტიკური და EU-ში ინტეგრაციის პროცესების განვითარებისთვის, ვაშენებდი მყარ, საიმედო სტრატეგიულ ურთიერთობას ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრა და კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ, ჩემი სრული სოლიდარობა მათ", - წერს ოთარ ბერძენიშვილი.
ოთარ ბერძენიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2023 წლიდანაა. მანამდე, ბერძენიშვილი იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობასაც. მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
პროფესიული გამოცდილება
2023 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში
2022 - 2023 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი.
2017 - 2022 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში.
2016 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი
2011 - 2016 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი.
2009 - 2010 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი
2008 - 2009 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
2004 - 2008 - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი
2000 - 2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მეორე მდივანი.
განათლება
2009 - ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრი - გარმიშ-პატერკირხენი, გერმანია - გლობალური უსაფრთხოება, შეიაღარებული კონფლიქტები და ტერორიზმი.
2008 - ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი, რომი, იტალია - ევრო-ატლანტიკური ურთიერთობები, ნატო, გლობალური უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაცია და ნატო.
2005 - 2006 - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი - საერთაშორისო სწავლებათა ცენტრი - საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ბიზნესი.
1999 - 2001 - საქართველოს საჯარო მმართველობის ინსტიტუტი, საჯარო მმართველობის მაგისტრი.
1995 - 1999 - თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი, საჯარო მმართველობის ბაკალავრი.
1995 - დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა
👇🇬🇪🇪🇺🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/WBuQM3tKP3
— Otar Berdzenishvili (@OtariB) November 29, 2024