Bulgari-მ 9 სექტემბერს, New York Fashion Week-ის დაწყების წინ High Line-ზე auruBOROS-ის პრეზენტაცია გამართა.
Bulgari პირველად შევიდა აშშ-ის საჯარო ხელოვნების სივრცეში. ნამუშევარი, სახელწოდებით auruBOROS—Urban Memory and Collective Dream („აურობოროსი - ურბანული მეხსიერება და კოლექტიური ოცნება“), ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი ინსტალაციაა და ბრენდის საკულტო სიმბოლოს - Serpenti-ს - ახალ, მონუმენტურ მასშტაბში წარმოაჩენს.
10-დან 20 სექტემბრამდე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს დროებითი ინსტალაცია, რომელიც ქანდაკებასა და არქიტექტურას ერთ მთლიანობად აერთიანებს.
ნამუშევარი ნიუ-იორკის High Line-ზე, Little West 12th Street-ის თავზეა წარმოდგენილი. ის Serpenti Infinito-ს გლობალური მოგზაურობის უახლესი გაჩერებაცაა. ინსტალაცია პირველად 2023 წელს შანხაიში გამოიფინა, შემდეგ კი 2025 წელს სეულსა და მუმბაიში გაემგზავრა.
„Serpenti Infinito New York-ით Bulgari კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ხანგრძლივ ერთგულებას ხელოვნებისადმი, როგორც უნივერსალური ენისადმი, რომელიც კულტურებს აკავშირებს, დიალოგს შთააგონებს და შემოქმედებითობას მისი ყველა ფორმით აღნიშნავს“, - განაცხადა Bulgari-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლაურა ბურდეზემ.
Bulgari-ს დაკვეთით ოქროსფერი ქანდაკება Plastique Fantastique-მ შექმნა.





















