მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნდოვანი ბრძანება - რა (არ)ევალება ბანკებს?

ქართული ბანკების ნაწილი აცხადებს, რომ საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებენ. ამ პოზიციაზე არიან საქართველოს ბანკი, თიბისი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტი, ტერა ბანკი და ბაზის ბანკი. ეს განცხადებები სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისის შეტანას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები ძალაში შედის იმ შემთხვევაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს“ - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საბანკო სექტორს. სპეციალურ ბრიფინგზე სების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მუდმივ კომუნიკაციაში არიან საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ის შესაბამისობაში იყო როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ისე მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან. საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა იცავს როგორც საერთაშორისო სანქციებს, ასევე სებ-ის რეგულაციებს. ის განმარტავს, რომ მარეგულირებლის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანა, რომელიმე ბანკისთვის რაიმეს დავალდებულებას არ გულისხმობს, არამედ ამ ჩანაწერით ბანკებს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურება არ ეზღუდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები