მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის"

5c41710f7dd1d
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 10:21
1049

„ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის“-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მერია და მერიის სამსახურები მომხდარ აფეთქებასთან დააკავშირონ. კალაძე აცხადებს, რომ ის არ მისცემს არავის უფლებას მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში.


რაც შეეხება, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმებას, კალაძე პასუხისმგებლობას ენერგოკომპანიებს აკისრებს.

„ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.ამას არეგულირებს მარეგულირებველი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ისე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული“-აცხადებს კალაძე.