მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

5c0e35f706711
დავით ჯალაღონია
10.12.18 13:43
936
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 10 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმიური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და შეადგინა 1.870 თეთრი/მ3-ზე. (დღგ-ს გარეშე). ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენდა 1.884 თეთრს/მ3-ზე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები