მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივია, რომ საქართველოსაც უნდოდეს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება - დიდი ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს ჩინეთთან და ბუნებრივია, რომ საქართველოსაც უნდოდეს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება.

ასე უპასუხა ელჩმა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში, წამყვანის კითხვას, თუ როგორ აფასებდა ის საქართველო–ჩინეთის ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და მათ შორის ანაკლიაში ჩინური ინტერესის გაძლიერებას.

“ჩინეთი ძალიან მსხვილი გლობალური მოთამაშეა. გაერთიანებულ სამეფოს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს ჩინეთთან და ბუნებრივია, რომ საქართველოსაც უნდოდეს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ჩემი წუხილი ამ ნაწილში უფრო ის არის, რომ ეს ინვესტიციები მარწუხებით მოდის. საქართველოს გენეტიკურ კოდშია ალბათ რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთთან ვაჭრობით დააკავშიროს – ამას ყოველთვის მხარს ვუჭერდით – იქნებოდა ეს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტი ადრე, თუ შუა კორიდორში საქართველოს როლის განვითარება ახლა. მეტი ბრიტანული კომპანიის ჩართულობასაც ვისურვებდი ამ ნაწილში”, - აცხადებს მარკ კლეიტონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები