მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Burberry თბილისის ცენტრში მაღაზიისთვის ნაქირავებ ფართში წლიურად 0.3 მლნ ლარს იხდის

5f75ae317dd26
BM.GE
01.10.20 14:45
5833
უკვე რამდენიმე წელია თბილისის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე მაღაზია Burberry Georgia არის განთავსებული.

Bm.ge დაინტერესდა, რა პირობებით სარგებლობს კომპანია „ვოჩ ვორლდი“ აღნიშნული ქონებით და რა - ვადით.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ოფიციალური წერილის პასუხად მოგვწერა, კომპანია „ვოჩ ვორლდს“ უძრავი ქონება 2011 წლის 8 ნოემბერს პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა.

იჯარის მოქმედების ვადა 25 წელია.

რაც შეეხება იჯარის ღირებულებას, როგორც ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ პასუხში წერია, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველწლიური საიჯარო ქირა 300 000 ლარია, რომელსაც კომპანია ყოველ 3 თვეში ერთხელ იხდის 75,000 ლარის ოდენობით.

Bm.ge ასევე დაინტერესდა, იჯარიდან მიღებულ შემოსავალს როგორ განკარგავს თბილისის მთავრობა, რაზეც ქონების სააგენტომ წერილობით მოგვწერა, რომ აღნიშნული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება, შესაბამისად, კითხვაც მათთან გადაამისამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები