მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბურკიაშვილი: წლის მეოთხე კვარტალი ყველამ ვიცით რომ ლარისთვის დაძაბული პერიოდია

5bdf458aec897
BM.GE
04.11.18 21:55
1696
საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი მერყეობას სეზონური მიზეზი აქვს. ვახტანგ ბურკიაშვილის თქმით, გაუფასურება პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ წლის მეოთხე კვარტალში იმპორტიორები საახალწლო მარაგებს აკეთებენ და რომ წლის ეს მონაკვეთი "ყოველთვის არის დაძაბული."

"მეოთხე კვარტალი ყველამ ვიცით რომ არის დაძაბული პერიოდი ლარისთვის. რადგანაც არის საახალწლო მზადება საზოგადოებისთვის. ვემზადებით საჩუქრების საყიდლად, ვემზადებით იმ პროცესებისთვის, რასაც ჰქვია ახალი წელი. ამიტომ იმპორტიორებიც შესაბამისად ემზადებიან. დატვირთვა მოდის დოლარის მოთხოვნაზე, ვალუტის მოთხოვნაზე, რათა მარაგები მოიმარაგონ ზამთრისთვის გასაყიდად. ყოველთვის არის დაძაბული პერიოდი. ამიტომ აქ რაიმე განსაკუთრებული პანიკის მიზეზი ან გარემოება, რომელიც შეიძლება იყოს დამალული, არის გამორცხული,"- ამბობს სებ-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი. 

დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 2.725 ლარი ღირს, რაც 2018 წლის გაუფასურების პიკს წამოადგენს. 


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები