მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BUS LANE-ში ავტომობილები ტაქსის ტრაფარეტით დადიან, რომლებიც ტაქსებად არ მუშაობენ - ურბანული ლაბორატორია

ტაქსი ბას ლეინში

გარკვეული პერიოდის შემდეგ საავტობუსე ზოლებში ტაქსების გადაადგილების დაშვების გადაწყვეტილება გასაუქმებელი იქნება - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს.

როგორც ბაბუნაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე A კატეგორიის 3000 თეთრ ტაქსს აქვს უფლება ავტობუსის ზოლში გაადგილდეს, თუმცა მას შემდეგ რაც ეს რაოდენობა ტაქსების ავტოპარკის განახლებასთან ერთად გაიზრდება, ეს ავტობუსის ზოლების ეფექტიანობას შეამცირებს, შესაბამისად, გადაწყვეტილება გასაუქმებელი იქნება.

“დაახლოებით 3000 თეთრ A კატეგორიის ტაქსს აქვს დღეს საავტობუსე ზოლებში გადაადგილების უფლება, რაც არ არის ქალაქისთვის ბევრი. თუმცა უკვე გადავაწყდით რამდენიმე კომიკურ სურათს, მათ შორის სოციალურ ქსელებში, საკმაოდ ძვირად ღირებული ავტომობილები, რომლებიც ტაქსებად არ მუშაობენ, საავტობუსე ზოლებში ტაქსის ტრაფარეტით გადააგილდებიან.

ამ ავტომობილის მფლობელმა იყიდა ტაქსის ნიშანი, რა თქმა უნდა, ეს ახლა სასაცილოდ ჟღერს და ეს ერთი ავტომობილი შეიძლება არ აფერხებდეს მოძრაობას, თუმცა მას შემდეგ, რაც პერსპექტივაში ტაქსების რაოდენობა გაიზრდება და ეს ღონისძიება ტაქსის მძღოლებს ავტოპარკის განახლებისკენ წაახალისებს, საავტობუსე ზოლებში მოძრავი ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და შეიქმნება პრობლემა.

ჩვენ ვხედავთ, ასევე რომ მხოლოდ A კატეგორიის ტაქსები კი არა სხვა ტაქსებსაც შეუძლიათ, რომ საავტობუსე ზოლებში შევიდნენ და მგზავრები აიყვანონ. ამ მძღოლებისგანაც ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო საქციელსაც აქვს ადგილი, როდესაც ის უბრალოდ კი არ შედის, რომ მგზავრი აიყვანოს, არამედ დგას და ელოდება ნეტავ ვიღაც ჩაჯდეს და აფერხებს ავტობუსების გადაადგილებას. მგონია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ავტობუსის ზოლებში ტაქსების დაშვებას გულისხმობდა, უკან გაწვევა მოხდება", - აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის 3 500 მძღოლს ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ. ავტობუსის ზოლებში მოძრაობა იმ ტაქსებისთვის არის დასაშვები, რომელთა ავტომობილი 2013 ან შემდეგ წლებშია გამოშვებული.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები