მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Business Insider-ი: 11 პოზიცია, სადაც გამოცდილების გარეშე აჰყავთ თანამშრომლები

5f0c16282e427
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 00:15
1421
დასაქმების ხელშემწყობი ონლაინ პლატფორმა Glassdoor.com-ი იმ პოზიციების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გამოცდილების გარეშე დაგიქირავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ონლაინ პლატფორმამ აშშ-ში ის 11 პოზიცია გამოყო, სადაც გამოცდილების არქონის მიუხედავად ყოველ წლიური ანაზღაურება 22 470 აშშ დოლარიდან 50,758 აშშ დოლარამდე მერყეობს.

TOP-11 სამუშაო პოზიცია შემდეგია:

1. მომვლელი/მედდა - 22,470 აშშ დოლარი
2. ქოლ-ცენტრის ოპერატორი - 27,834 აშშ დოლარი
3. ვეტერინარის ასისტენტი - 28,002 აშშ დოლარი
4. მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტები - 28,898 აშშ დოლარი
5. სამედიცინო პერსონალის ასისტენტი - 31,508 აშშ დოლარი
6. ანგარიშის წარმდგენი პირი (ვისაც სამედიცინო დაწესებულების ან კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშის გამოწერა უწევს) – 33,716 აშშ დოლარი
7. საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტები და თანაშემწეები - 38,274 აშშ დოლარი
8. ადმინისტრაციის ასისტენტები - 44,285 აშშ დოლარი
9. ბუღალტრის თანაშემწე - 46,498 აშშ დოლარი
10. უძრავი ქონების აგენტები - 50,299 აშშ დოლარი
11. იურისტის დამხმარე - 50,758 აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები