დღეს, დედამიწის მოსახლეობა 7,7 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ლტოლვილების კრიზისის, დასაქმების შესაძლებლობების ცვლილების, ომებისა და გვალვების გავლენით ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იმატებს, ზოგგან კი იკლებს.
თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ამავდროულად კლება, საშუალოდ -1,51% წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში, ნიუეში დაფიქსირდა. ნიუეს მოსახლეობა მრავალრიცხოვანი არასდროს ყოფილა. თუმცა 1960 წლიდან 5 000 დან 1 600-მდე შემცირდა. მიზეზი მიგრაციაა. ნიუეს მოსახლეობის უმრავლესობა ახალ ზელანდიაში მიდის სამუშაოდ, ამიტომ ნიუეს მოქალაქეები ავტომატურად ახალი ზელანდიის მოქალაქეებიც არიან.
ანალოგიოური მიზეზით დატოვეს ადამიანებმა ტოკელაუ და საცხოვრებლად სამოაში და ახალ ზელანდიაში გადანაწილდნენ, ამიტომაც, მოსახლეობის კლების სტატისტიკაში - 0,21 პროცენტით მოხვდა.
მონსერატი კი, ზუსტად 1995 წელს დაიცალა. მოსახლეობის კლების მიზეზი ვულკანის გააქტიურება გახდა, რომელმაც კუნძულის 2/3 გაანადგურა. ხოლო მონსერატში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი -1,42 პროცენტია. ქვეყნები მოსახლეობის ზრდის დაბალი მაჩვენებლით, მეოთხე ადგილზეა ვატიკანი, სადაც ძირითადად მღვდლები და მონაზვნები ცხოვრობენ, შობადობა კი, უკიდურესად შემცირებულია.
ემიგრაციის მიზეზით მცირდება ადამიანების რაოდენობა ბულგარეთშიც. თუკი ევროკავშირის მასშტაბით გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაზე დაბალია საშუალო ხელფასი და პენსია, ხოლო 40% სიღარიბის ზღვარზეა, ამიტომაც მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლით - 0,06%-ით ის რეიტინგის ხუთეულშია. ემიგრაცია და დაბალი შობადობაა მოსახლეობის კლების მიზეზი ლატვიაში და ლიტვაში.
მოსახლეობის უმეტესობა საკუთარი ქვეყნიდან, დიდ ბრიტანეთში გადადის და იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ამიტომაც ამ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებელიც დაბალია და ბავშვების უმეტესობა საზღვარგარეთ იბადება, მათ შორისაა უნგრეთის მოსახლეობაც.
გარდა ამისა, წლების განმავლობაში, 1950 წლიდან, დღემდე არ შეცვლილა მოსახლეობის რაოდენობა ხორვატიაში. მონაცემების თანახმად, 2015-დან 217 წლამდე ქვეყანამ დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დაკარგა, ანუ დატოვა ქვეყანა.
რაც შეეხება საქართველოს The Business Insider-ის ცნობით, 1950 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0,18 პროცენტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ქართველის ემიგრაცია სახელდება. სხვა მიზეზად კი სელექციურ აბორტს ასახელებენ.

























