Business Insider საქართველოს ბანკის შენობას ყოფილი საბჭოთა კავშირის 13 ყველაზე უცნაურ შენობებს შორის ასახელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 20-ე საუკუნის ბოლოს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არაერთი უცნაური და ექსცენტრიული არქიტექტურის მქონე შენობა აშენდა და მათ ნაწილს დღესაც აქვს ფუნქცია.
"საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა საქართველოში, ნამდვილად ჰგავს ფოტოშოპით დამუშავებულს. დღეს იქ ერთ-ერთი კომერციული ბანკია განთავსებული", - ვკითხულობთ სტატიაში.
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა — 1975 წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ.
საქართველოსთან ერთად რეიტინგში მოხვდა ბულგარეთში კომუნისტური პარტიის შენობა, კრაოვში მდებარე სასტუმრო, უკრაინაში მდებარე გამაჯანსაღებელი ცენტრის შენობა და ბრატისლავას რადიო სადგურის შენობა.

























