მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Business of Fashion-მა BOYGARS-ი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაში შეიყვანა

მოდის ინდუსტრიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება აქვს საქართველოს. გავლენიანმა გამოცემამ Business of Fashion, ქართული მულტიბრენდული სივრცე BOYGARS-ი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაში შეიყვანა. თბილისი გლობალურ მოდის რუკაზე პარიზის, მილანის, ლონდონისა და ბერლინის გვერდით დასახელდა.

BOYGARS-ის შოურუმი თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე მდებარეობს და გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, BOYGARS-ი მომხმარებლებს უწყვეტ რეჟიმში ემსახურება, სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო პარკინგს და პერსონალიზებულ სერვისს.

გარდა ამისა, ბრენდი გაფართოებას აგრძელებს, ახალი ბუტიკი გაიხსნა Paragraph Golf & Spa Tabori-ს ტერიტორიაზე, რომლის ინტერიერზე იტალიელმა არქიტექტორმა ლუკა სარტორიმ იმუშავა. ამასთანავე, გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს BOYGARS-ის ბეჭდური ჟურნალის მესამე, ახალ ნომერზე.

სტუმარი: დეა ქართველიშვილი - BOYGARS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები