მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BusinessInsider: ბავშვების ვაქცინაცია COVID-თან შემდეგი უშედეგო ბრძოლა იქნება

61220bfdd8b49
მარიამ ადამია
22.08.21 13:56
705
გამოკითხვები ადასტურებს, რომ მშობლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ ჩქარობენ საკუთარი შვილების აცრას, რაც სასწავლო დაწესებულების გახსნას ეჭვქვეშ აყენებს და Covid-19-ის პანდემიის პერიოდსაც გაახანგრძლივებს. თუმცა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ მალე Pfizer- ისა და Moderna– ს ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემებს 5-11 წლის ბავშვებში განიხილავს, ხოლო პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ FDA– ს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გადავიდეს „აგრესიულად უსაფრთხო და ეფექტური“ ვაქცინების ავტორიზაციისკენ, რაც საბოლოოდ განაპირობებს სკოლის დახურვის შესახებ ეჭვებისა და საუბრების დასრულებას.

როგორც გამოცემა BusinessInsider-ი წერს, ცხოვრების ძველი ტემპებით დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსახლეობა მსოფლიოს მასშტაბით ირწმუნებს COVID ვაქცინის სრულ უსაფრთხოებას.

"დღეს მთავრ პრობლემას წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც უარზე არიან აცრან შვილები, რომლებისთვისაც კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტი, განსაკუთრებით საშიში და გადამდებია, ამიტომაც ყველაზე მთავარი - COVID ბრძოლა სწორედ ახლა იწყება. ვაქცინები თვეების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო 12 -დან 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის და აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანების უმეტესი ნაწილი მაინც აუცრელი რჩება შშ-ში. სტატისტიკურად, 16-17 წლის მოზარდების მხოლოდ 43%-ია სრულად აცრილი, ხოლო 12-15 წლის ბავშვების 32.6%".

Kaiser Family Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 12-17 წლის ბავშვების მშობლების დაახლოებით 20% ამბობს, რომ ისინი არასოდეს აცრიან საკუთარ შვილებს, 23% კი ამბობს, რომ "დაელოდება და ნახავს", ხოლო 9% აცრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლა ამას მოითხოვს.

ასევე 34% ფიქრობს, რომ ვაქცინა უფრო დიდი რისკის შემცველია მათი შვილებისთვის, ვიდრე თავად COVID, თუმცა როგორც BusinessInsaider-ი წერს, მშობლების ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ ემყარება მეცნიერებას.

KFF– ის გამოკითხვის თანახმად, მშობლების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, 26% ფიქრობს, რომ 5-11 წლის ბავშვები უნდა აიცრას, ხოლო 20% 5 წლამდე ასაკის შვილების აცრაზეც თანახმაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები