მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsider: მოპარული ქალაქები ჩინეთში

5df54e50f0451
მარიამ ადამია
15.12.19 11:50
1879
ჩინეთში, მისი ტრადიციებისა და კულტურის მიღმა, არის ქალაქები, სადაც იდენტურად აქვთ გადმოტანილი ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სხვა ქვეყნებში გვხვდება. ამის შესახებ გამოცემა BusinessInsider–ი წერს.

სტატიის ავტორის თქმით, მანჰეტენის სანახავად ამერიკაში წასვლა თუ არ გსურთ, „მინი მანჰეტენს“ ჩინეთში აღმოაჩენთ. აქვე ავსტრიას, საფრანგეთს და შვეიცარიას იპოვით.

უფრო კონკრეტულად, საპორტო ქალაქ ტიანძინიში, ფლორენციის სოფლის ჩინური ვარიანტი მდებარეობს. აქ ყველაფერი ისეთივეა, მათ შორის შადრევნები, არხები, მოზაიკები და მაღაზიები – „გუჩი“ და „პრადა“, როგორც ეს ფლორენციაშია. ტერიტორიის დაპროექტებაზე იტალიელმა არქიტექტორმა იმუშავა, ამიტომაც ის მაქსიმალურად დაამსგავსა სამშობლოს.

ჩინეთის პროვინციის გუანდუნის ცენტრში კი, ავსტრიის ალპურ სოფელს ჰალშტატს შეხვდებით. ჩინელებმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კოპირების მიზნით, მთლიანობაში 940 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს და გამოუვიდათ კიდეც. ტერიტორია იდენტურად ჰგავს ორიგინალს, ისტორიულ სოფელს.

შანხაიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კი პარიზია, სადაც 354–ფუტიანი ეიფელის კოშკი დგას, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც ადარებენ მას პარიზს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აქ 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ის რეალურად დაცარიელებული ქალაქია.

გარდა ამისა, ჰონგ-კონგის აღმოსავლეთით ეკოტურიზმის თემატიკაზე შექმნილი პარკი მდებარეობს, თავისი ხელოვნური ტბით, სკვერებითა და შვეიცარიული ელემენტებით. აქ დასაწყისში გამიზნული იყო, რომ ათეულობით ბარ-რესტორანი აშენებულიყო, ადამიანებისთვის დასაქმების ადგილები შექმნილიყო და რაიონი გამოცოცხლებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და დღეს ჩინური შვეიცარია ცარიელია.

ტიანძინის უძველესი სათევზაო სოფელი კი „მანჰეტენად“ გადააკეთეს. აქ აღმოაჩენთ ჯულიარდის სკოლას, ან თუნცად როკფელერისა და ლინკოლნის ცენტრს, თუმცა მშენებლობის უმრავლესობა ტერიტორიაზე დღესაც არ დასრულებულა და რეალურად „მინი მანჰეტენი“ ჩინეთში დაცარიელებულია.

როგორც BusinessInsider–ი წერს, ამ ყველაფრის მიზეზი, რაც სტატიაშია მომოხილული, რეალურად გადატვირთული მეგაპოლისების ხალხმრავლობისგან განტვირთვა იყო, თუმცა იდეამ ვერ გაამართლა და მათი უმეტესობა მხოლოდ ტურისტების ღირსშესანიშნაობად არის გადაქცეული და არა – საცხოვრებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები