მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsider: ყველაზე მოთხოვნადი სოციალური ქსელები მსოფლიოში

5df4d33cd1f17
მარიამ ადამია
14.12.19 19:00
2156
გამოცემა BusinessInsider-ი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი სოციალური ქსელების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში Facebook–ი ლიდერობს. ამ პლატფორმას თავდაპირველად The Facebook დაერქვა და ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო. ამის შემდეგ ბაზა თანდათან ბოსტონის უნივერსიტეტისთვის და მერე ყველა სტუდენტისთვის გაიხსნა, ხოლო 2006 წლის სექტემბრიდან საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, რის შედეგადაც, დღევანდელი მდგომარეობით, Facebook-ში 2 მილიარდ 410 მილიონი ადამიანია დარეგისტრირებული.

რიგით მეორე სოციალური ქსელი, მომხმარებლების რაოდენობით, Youtube-ია, რომელიც 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ორ მილიარდ ადამიანს აერთიანებს.

კიდევ ერთი უფასო, პოპულარული ქსელი, WhatsApp-ია. დღეს ადამიანები ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად ყველაზე ხშირად ამ პლატფორმას იყენებენ. აქ დარეგისტრირებულთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Facebook-ის მომხმარებლები, სასაუბროდ, მესენჯერზე ხშირად WhatsApp-ს იყენებენ, თუმცა სოციალური ქსელების ხუთეულში ის მაინც მეოთხე პოზიციაზეა.

რიგით მეხუთე კი, ჩინური კომპანიის – Tencent-ის მიერ შექმნილი WeChat-ია. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთავარი დანიშნულება ტექსტური, თუ ხმოვანი შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება და მიღებაა, თუმცა გამონაკლისი მაინც არის, აქ შესაძლებელია კონტაქტების გაცვლა Bluetooth–ის საშუალებით. ასევე შესაძლებელია ფოტოების დამუშავება ფილტრების მეშვეობით და მას სიტყვების გადათარგმნაც შეუძლია. შედეგად, ქსელი მილიარდ 130 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

მეექვსე ადგილზე ინსტაგრამი დასახელდა. ფოტო და ვიდეო კონტენტის გაზიარებისთვის Facebook-ის მიერ 2012 წელს შექმნილ პლატფორმას ყოველდღიურად, მილიარდ 100 მილიონი ადამიანი მოიხმარს.

ინსტაგრამს კი რეიტინგში სოციალური ქსელი QQ-მოსდევს, რომელიც მეტად პოპულარული ჩინეთშია. ასევე ჩინეთში მოიხმარენ TikTok-ს. ეს პლატფორმა შედარებით განსხვავებულია და გარდა მესიჯების გაცვლისა, მისი დახმარებით შესაძლებელია მოკლე მუსიკალური ვიდეოების შექმნა, დამუშავება. მას სტრიმინგის სერვისიც აქვს. დღევანდელი მონაცემებით ამ ქსელს 500 მილიონი ადამიანი იყენებს.

რეიტინგში ბოლო ორ პოზიციას კი, ისევ ჩინური, ბლოგერების პლატფორმა Sina Weibo და ახალი ამბების ქსელი Reddit-ი ინაწილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები