მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Buslane-ების 70%-ზე მეტი უკვე დახაზულია - ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერია

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დღეისთვის ქალაქის ათ სატრანსპორტო დერეფანში, Buslane-ის 70%-ზე მეტი უკვე დახაზულია. მისივე თქმით, დარჩენილია რთული მონაკვეთები იქ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი.

„იგულისხმება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელშიც ბევრი პროვაიდერი თუ კომპანიაა ჩართული, როგორც წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ელექტრომომარაგების, ასევე ინტერნეტის და ა.შ. არის საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტები. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი იქნება შემდეგი ეტაპი. სატრანსპორტო დერეფნებზე უბრალოდ დახაზვით ვერ გავალთ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში 10 მსგავსი დერეფანი უნდა მოეწყოს, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

სატრანზიტო დერეფნებია: I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ.-გაბრიელ სალოსის გამზ.); II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ.-მოსკოვის გამზ.); III დერეფანი (თამარაშვილის ქ.-მოსკოვის გამზ.); IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. - ხიზანიშვილის ქ.); V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. -გაბრიელ სალოსის გამზ.); VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. - კუპრაძის ქ.); VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - კუპრაძის ქ.); VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. - სადგურის მოედ.); IX დერეფანი (თავდადებულის ქ. - უნივერსიტეტის ქ.); X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. - უნივერსიტეტის ქ.) დასრულდება 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები