თბილისის მერია ამზადებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე თუ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, მაშინ ამ სახის ტრანსპორტის "ბასლაინში" მოძრაობა საათობრივი დაშვების რეჟიმით განიხილება.
"მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტს შევთავაზოთ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და იმედს ვიქონიებთ, რომ ამის მხარდაჭერა იქნება. თუ საკითხი მხარდაჭერილი იქნება, შემდეგ უკვე გარკვეული პირობებით, საათობრივი დაშვების რეჟიმით, მუნიციპალიტეტი საკრებულოსთან ერთად განიხილავს ამ სახის ტრანსპორტის "ბასლაინში" დაშვების საკითხებს", - განაცხადა მან.
თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს