მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bybit საქართველოში იწყებს ოპერირებას / Bybit Georgia

დღეიდან Bybit-ი საქართველოში იწყებს ოპერირებას. მსოფლიოში სავაჭრო მოცულობით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟამ ოფიციალურად გახსნა ვებგვერდი www.bybitgeorgia.ge - პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ქართველი მომხმარებლებისთვის და წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ ნაბიჯს, მიმდინარე წელს ევროკავშირში წარმატებული გაფართოების შემდეგ. Bybit-ი პირველი და ერთადერთი გლობალური კრიპტო ლიდერია, რომელიც საქართველოში სრული ადგილობრივი ლიცენზიით ოპერირებს, რომელიც მომხმარებლებს ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უსაფრთხო, რეგულირებულ გარემოს სთავაზობს. ახალი პლატფორმის მეშვეობით, ქართველი მომხმარებლები იღებენ წვდომას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სპოტ ვაჭრობა, აქტივების კონვერტაცია და OTC ვაჭრობა. უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ლოკალიზებული ფუნქციები, როგორიცაა ფიატური დეპოზიტი, თანხის გატანის სერვისები და Bybit ბარათი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაანაღდონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ტრანზაქციებში.

გახსნის აღსანიშნავად, Bybit Georgia, შეზღუდული დროით, იწყებს კამპანიას. 7 ივლისიდან 7 აგვისტომდე, ახალ მომხმარებლებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და დაასრულებენ პირადობის ვერიფიკაციას, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ 65 USDT-მდე ჯილდო დეპოზიტისა და სავაჭრო დავალებების შესრულებისთვის. ეს ჯილდოები შესაძლებელია გაერთიანდეს Bybit-ის ახალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ საჩუქრებთან, რაც პოტენციურად ჯილდოების რაოდენობას 115$-მდე გაზრდის.

ასევე $20,000-მდე საპრიზო ფონდი პირველობის პრინციპით განაწილდება. კვალიფიციური მომხმარებლები ჯილდოს მიიღებენ აქციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და არ ჩაერთვებიან აკრძალულ ქმედებებში. სრული წესები და პირობები, ისევე როგორც დამატებითი ბონუსები და საჩუქრები ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ვებსაიტზე: www.bybitgeorgia.ge-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები