მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BYD, Isuzu, Nissan და Geely მალე NVIDIA-ს ავტოპილოტით აღიჭურვებიან

nvidia drive

ავტოინდუსტრიის წამყვანმა მოთამაშეებმა: BYD-მ, Geely-მ, Isuzu-მ და Nissan-მა გადაწყვიტეს, თავიანთი მომავალი თაობის ავტომობილებისთვის NVIDIA DRIVE Hyperion-ის პლატფორმა გამოიყენონ.

NVIDIA-ს დახმარებით, აღნიშნული ავტომწარმოებელი კომპანიები სრულად გადადიან მე-4 დონის ავტონომიური მართვის სისტემების დანერგვაზე. აღნიშნული ტექნოლოგია ავტოპილოტს საშუალებას მისცემს, 100%-ით დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე მართოს პროცესები, რაც რევოლუციური ცვლილებაა როგორც სამგზავრო, ისე კომერციული გადაზიდვების სექტორში.

NVIDIA-ს ეს პლატფორმა მაღალი წარმადობის კომპიუტერულ არქიტექტურას წარმოადგენს, რომელიც უახლესი თაობის სენსორებს, რადარებსა და კამერებს ხელოვნური ინტელექტის მძლავრ ალგორითმებთან აერთიანებს.

ოფიციალური განცხადებით, BYD-ისა და Geely-სთვის ეს გადაწყვეტილება გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვების გზაა, ხოლო Isuzu-სთვის ეს ნაბიჯი ლოგისტიკის ავტომატიზაციასა და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს უკავშირდება.

ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ NVIDIA-ს გარშემო ასეთი მსხვილი ავტომწარმოებლების კონსოლიდაცია კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციებს, როგორც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების ლიდერის. თავად ეს მოცემულობა კი ყველაზე დიდ საფრთხეს Tesla-ს ავტოპილოტს უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები