მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-მ სუპერქარი Yangwang U9 წარმოადგინა - ფასი: $235,000-დან

ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ, BYD-მ საზოგადოებას ახალი თაობის ელექტრონული სუპერქარი წარუდგინა. მისი ფასი 235,000 დოლარიდან იწყება და მან კონკურენცია Ferrari-ს, Lamborghini-ს და McLaren-ის სუპერქარებს უნდა გაუწიოს.

ამ ექსტრავაგანტური ავტომობილის სახელწოდებაა Yangwang U9 და ის ჩინური ინჟინერიის პიკია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად U9-ს 2 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ს მიაღწევს. შედარებისთვის, მსგავსი შესაძლებლობების მქონე Ferrari დაახლოებით 3-ჯერ უფრო ძვირი ღირს, თუმცა, ცხადია, ამ ორი ბრენდის ერთმანეთთან შედარება აზრს მოკლებულია.როგორც ცნობილია, U9-ს ჯამური სიმძლავრე 1,306 ცხენის ძალას აღემატება და ის 1,680 ნიუტონ/მეტრ გაწევას გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, ელექტრომობილი აღჭურვილია 800-ვოლტიანი არქიტექტურით, რაც მის სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს. თუკი BYD-ს დავუჯერებთ, სუპერქარს ერთი დამუხტვით 450 კილომეტრის გავლა შეეძლება, თანაც საკმაოდ მაღალი სიჩქარით.

U9-სთან დაკავშირებით ყველაზე უცნაური თვისება მის დაკიდების სისტემას, DiSus-X-ს უკავშირდება, რომელიც ელექტრომობილს ახტომის, ცეკვის და მოსახვევში დაწოლის საშუალებას აძლევს. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს სისტემა Nürburgring-ზე, Spa-ზე ან Silverstone-ზე, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები