ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD თურქეთში ახალ ქარხანას ააშენებს, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი დოლარი იქნება.
ქარხანა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში აშენდება და მისი მიზანი წარმოების პროცესის აჩქარება იქნება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ და სხვა ევროპული საწარმოების მოწყობით BYD-ს ევროკავშირის სანქციების და ტარიფების თავიდან არიდება სურს, რადგან შეზღუდვები ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ვრცელდება და არც მის საზღვრებს გარეთ აწყობილ ავტომობილებზე. შესაბამისად, თურქეთსა თუ უნგრეთში ინვესტირებით BYD-ს EU-ს ბაზარზე შეღწევა სურს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, თურქეთის მთავრობა ჩინური ელექტრომობილების წინააღმდეგ 40%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სი ძინპინის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრით ეს პრობლემა მოგვარდა და მას შემდეგ არა სანქციის დაწესების, არამედ ჩინეთის მხრიდან თურქეთში ინვესტიციის განხორციელების სიახლე გავიგეთ.