მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შენელდა, რჩება ჯიუტი სეგმენტი, რომელიც არ აღიარებს დაავადებას - ინფექციონისტი

64b2926e1dfe0
მარიამ იზორია
15.07.23 17:30
1972
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტემპი შენელდა - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ს ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის დაწყების პერიოდში მოტივაცია მაღალი იყო, თუმცა ახლა ადამიანების მოძიება და პროგრამაში ჩართვა სირთულეს წარმოადგენს.

„ვერ ვიტყოდი, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ისე მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. როცა ასეთი პროგრამები იწყება, თავიდან მოტივაცია მაღალია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან პროგრამას და ჩართვა ძალიან მაღალია, შემდეგ რჩება ჯიუტი სეგმენტი, რომელიც არ აღიარებს დაავადებას, მითებს არის აყოლილი.

მედიკამენტების წინააღმდეგ ცუდ კამპანიას აწარმოებენ. ინფორმირებულობის ნაკლებობაც არის. საინფორმაციო კამპანიას ისეთი მწირი ბიუჯეტი აქვს, რომ ვერასდროს იქნება საკმარისი. საჭიროა მეტი რესურსი. თუ ბოლომდე არ მივა ეს პროგრამა, მონაპოვარსაც წყალში ჩავყრით და ადამიანების რეინფიცირება მოხდება", - განაცხადა ინფექციონისტმა.

რაც შეეხება შედეგებს, მაია ბუწაშვილის თქმით, პროგრამამ ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარზე მეტი მოიცვა და 80 000-მდე ადამიანი განიკურნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები