მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა

5d4426b377fbd
BM.GE
02.08.19 16:03
991
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

„საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა მოზრდილმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები