მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cadillac F1-მა Jim Beam-თან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა

ჯიმ ბიმი და კადილაკი

Cadillac F1-მ 2026 წლის დებიუტამდე თავისი ერთ-ერთი პირველი მსხვილი სასპონსორო შეთანხმება გააფორმა - ისტორიულმა ამერიკულმა ბურბონის ბრენდმა Jim Beam-მა გუნდთან მრავალწლიან, მრავალმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეთანხმების ფარგლებში Jim Beam ოფიციალური სპირტიანი სასმელების პარტნიორი გახდება Cadillac F1-ისთვის, მისი ბრენდინგი კი როგორც მანქანებზე, ისე ტრასებს გარეთ გამოჩნდება მთელი ჩემპიონატის განმავლობაში.

James B. Beam Distilling Co.-ის მმართველი დირექტორი რაშიდი ჰოდარი აღნიშნავს, რომ ეს თანამშრომლობა “კენტუკის სულის“ გლობალურ სცენაზე გამოყვანას ისახავს მიზნად, Cadillac-სა და Jim Beam-ს კი ამერიკული მემკვიდრეობის ორი სიმბოლო აერთიანებს.

Jim Beam გეგმავს ფორმულა ერთის გუნდს ბაზრებისა და კულტურების სპეციფიკის მიხედვით მოარგოს თავისი ბრენდინგი, რათა თითოეულ ეტაპზე გულშემატკივარს ავთენტიკური გამოცდილება შესთავაზოს. კომპანიამ უკვე დაიწყო აქტივაციის გეგმის შემუშავება, რომელიც ოფიციალური მანქანის პრეზენტაციამდე, 2026 წლის თებერვალში, დასრულდება. დებიუტი ავსტრალიის გრან-პრიზე 8 მარტს შედგება, სადაც Cadillac F1-ის საჭეებს სერხიო პერესი და ვალტერი ბოტასი მიუსხდებიან.

ეს შეთანხმება ასევე აგრძელებს Jim Beam-ის სპორტულ სპონსორობათა ხანგრძლივ ისტორიას. ბრენდს უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტები NFL-ის Kansas City Chiefs-თან და Dallas Cowboys-თან, MLB-ის Los Angeles Dodgers-თან, ასევე თანამშრომლობს აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან, NASCAR-სა და Indianapolis 500-თან, ავსტრალიაში კი Dick Johnson Racing-ის პარტნიორია. Formula 1-თან თანამშრომლობა კი მათთვის ახალი, სტრატეგიული ნაბიჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები