კაზინოსა და კურორტის ოპერატორმა Caesars Entertainment-მა (CZR) მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მოგება $74 მილიონია - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლას-ვეგასის კაზინოებში სტაბილურმა მოთხოვნამ შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი.
ამასთან, ნევადაში დაფუძნებულმა კომპანიის კვარტალური შედეგების მიხედვით, თითო აქციაზე წმინდა შემოსავალი 34 ცენტი იყო, რამაც უოლ-სტრიტზე არსებულ მოლოდინებს გადააჭარბა. Zacks Investment Research-ის მიერ გამოკითხული რვა ანალიტიკოსის საშუალო შეფასება თითო აქციაზე 27 ცენტი იყო.
Caesars Entertainment-ის მთლიანი კვარტალური შემოსავალი დაახლოებით $3 მილიარდი იყო, რაც 3.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. LSEG მონაცემების მიხედვით, ანალიტიკოსები მესამე კვარტალში $2,93 მილიარდის შემოსავალს ელოდნენ.


























