მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცაგერის მერი, გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს

63809403d1d0e
BM.GE
25.11.22 14:06
1056
ცაგერის მერი, გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. განცხადებას ნემსაძე სოციალურ ქსელ facebook-ში თავის გვერდზე ავრცელებს. ნემსაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

"მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო", - წერს ნემსაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები