CAMPA მინის ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვაზე მუშაობს. კომპანია საპილოტე პროექტის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს. კამპა Reuse სისტემას ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში განახორციელებს. პროექტი გლობალური ინიციატივის ნაწილია, ორგანიზაცია CENN გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს. რა ნაბიჯებს გადადგამს კამპა მდგრადი მიზნებისკენ და რა დანადგარი დაემატა წარმოებას?