მსოფლიოში ცნობილი სასმელების მწარმოებელი იტალიური კომპანია Campari Group-ი აცხადებს, რომ მომავალი წელიდან სასმელებზე ფასების გაზრდას გეგმავს, რათა გაზრდილი ხარჯები დააკომპენსიროს. კომპანიის განცხადებით, ფასის მატება მსოფლიოში ცნობილ Aperol-საც შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ როგორც Campari-ს აღმასრულებელი დირექტორი ბობ კუნზე-კონსევიცი აღნიშნავს, კომპანია ყოველი ახალი წლისთვის ახალ ფასებს ადგენს, თუმცა 2022-ში ეს ზრდა უფრო დიდი იქნება.
„ჩვენ როგორც წესი ყოველ წელს ვზრდით პროდუქციაზე ფასებს, თუმცა 2022-ში ეს ზრდა უფრო დიდი იქნება. მიზეზი, გაზრდილი ხარჯები და საწარმოო პროდუქციის გაძვირებაა“, - განაცხადა ბობ კუნზე-კონსევიცმა.
გამოცემის ცნობით, მესამე კვარტალში Campari-ის გაყიდვები 12.8%-ით გაიზარდა, მათ შორის Aperol-ზე მოთხოვნის ზრდამ 15.5% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Campari გარდა Aperol-ისა ისეთ ცნობილ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს, როგორიც არის KYY vodka, Cinzano vermouth, და El Espolón tequila.

























