მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი იწყება

5af454db5f57b
BM.GE
10.05.18 18:17
536
11 მაისს, 12:00 საათზე ტექნოპარკში, ინოვაციების ქ. 7-ში, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალის - Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, Young Lions Georgia აიღებს სათავეს. კონკურსი სამი დღის განმავლობაში 11, 12 და 13 მაისს გაგრძელდება.
გამარჯვებული გუნდები ორგანიზატორების დაფინანსებით გაემგზავრებიან საფრანგეთში კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით შეებრძოლებიან მსოფლიოს სხვა საუკეთესო მეტოქეებს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები