ქართულმა ლოგისტიკურ-ტექნოლოგიურმა პლატფორმა Cargon-მა 7 სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან პარტნიორობით $1.7 მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა. ინფორმაცია BMG-ს “კარგონის” დამფუძნებელმა ვანო ჩალაძემ დაუდასტურა.მისი თქმით, მოზიდული ინვესტიცია კომპანიას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ათვისებაში დაეხმარება.