Carrefour-ის აქციები რეკორდულად დაეცა. როგორც Bloomberg წერს, აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარიც ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც პირველი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ახალ აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრე ბომპარდს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.
კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით დაეცა.
ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც ყიდის ყველაფერს საკვებიდან დაწყებული, ბაღის ავეჯით დასრულებული, სერიოზულ საფასო კონკურენციაშია ონლაინ რითეილერებთან.
Finantial Times-ის ინფორმაცით, „კარფურმა“, რომელიც შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მეორე უდიდესი რითეილერია, განაცხადა, რომ შემოსავლებმა 2017 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 12%-ით დაიკლო, რამაც დაახლოებით 621 მილიონი ევროთი დააზარალა კომპანია.

























