მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Carrefour", "ნიკორა", "ორი ნაბიჯი", "გუდვილი" - ვის რა წილი აქვს ბაზარზე?

5c49a2a9a00b3
ლევან თაღიაშვილი
24.01.19 19:03
9046
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში საცალო გაყიდვების ბაზრის შემოსავალი 4 წელიწადში 5.8%-ით გაიზარდა და 2017 წელს 7.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

მხოლოდ ორგანიზებული მარკეტების (Carrefour, "ნიკორა ტრეიდი", "სპარი" და ა.შ) შემოსავალი - 32%-ით, 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც არაორგანიზებული მარკეტების შემოსავალი მხოლოდ 7%-ით არის გაზრდილი და 6.5 მილიარდი შეადგინა.

TBC Research-ის პროგნოზით, 2023 წლისთვის ბაზრის შემოსავალი 11 მილიარდამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის 16% ორგანიზებულ მარკეტებზე მოდის, 84% კი - არაორგანიზებულზე.

შემოსავლის მიხედვით, ბაზარი ასე ნაწილდება:

"კარფური" – 29%
"ნიკორა ტრეიდი" - 21%
"ორი ნაბიჯი" - 13%
"სპარი" – 10%
"გუდვილი' – 9%
"უნივერსამი" - 5%
"აგროჰაბი" – 2%
"მაგნიტი" - 2%
"ევროპროდუქტი" - 1%
 სხვა - 6%


შემოსავლებში რეგიონების მიხედვით თბილისი ლიდერობს 2.5 მილიარდი ლარით, შემდეგ მოდის იმერეთი - 860 მილიონით, ქვემო ქართლი - 674 მილიონით და სამეგრელო 566 მილიონით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები