Caterpillar Inc. (NYSE: CAT) 2023 წლის მესამე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი $16,8 მილიარდია, რაც 12%-ით მეტია წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, როდესაც კომპანიის შემოსავალი $15 მილიარდი იყო. შემოსავლის ზრდა, ძირითადად განპირობებული იყო ფასის ხელსაყრელი რეალიზაციისა და გაყიდვების უფრო მაღალი მოცულობით.
2023 წლის მესამე კვარტალში საოპერაციო მოგების მარჟა 20.5% იყო, 2022 წლის მესამე კვარტალში - 16.5%. ამასთან, 2023 წლის კვარტალის მოგება თითო აქციაზე $5,45-ს შეადგენდა, როდესაც, 2022 წლის მესამე კვარტალის მოგება თითო აქციაზე $3,87 იყო.
2023 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ცხრა თვის განმავლობაში, საწარმოს ოპერაციული ფულადი ნაკადი $8,9 მილიარდს შეადგენდა.
ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ $0,7 მილიარდი დოლარის დივიდენდები გადაიხადა და Caterpillar-ის $0,4 მილიარდის აქციები გამოისყიდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გლობალურ გუნდს კიდევ ერთი შესანიშნავი კვარტალის მოწოდებისთვის, ჩვენ ჩვენი გრძელვადიანი მოგებიანი ზრდისთვის ვრჩებით ორიენტირებულები ჩვენი მომხმარებლის წარმატების მხარდაჭერასა და ჩვენი სტრატეგიის განხორციელებაზე", - თქვა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ უმპლბიმ.


























