მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cathay Pacific-ი: თუ ჩვენი თანამშრომლები არ აიცრებიან, სამსახურის დატოვება მოუწევთ

60d490a08812b
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.21 14:33
510
ავიაკომპანია Cathay Pacific-ის განცხადებით, მათ თანამშრომლებს შეიძლება სამსახურის დატოვება მოუწიოთ, თუ 31 აგვისტომდე კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით არ აიცრებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაკომპანიის განცხადებით, Cathay Pacific-ს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ვაქცინირებული და არავაქცინირებული ეკიპაჟების ფორმირებამ, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ იფიქრებენ იმ თანამშრომლების ბედზე, ვისაც „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლია“.

ჰონგ კონგის წამყვანი ავიაკომპანიის განცხადებით, მათი მფრინავების 90% აცრილია, ხოლო რაც შეეხება ეკიპაჟის წევრებს, მათი დაახლოებით, 65%-ია ვაქცინირებული ან უწევს ვაქცინაცია უახლოეს მომავალში.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგში ვაქცინაციის ტემპი საკამოდ დაბალია - მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა მიიღო კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა. ამასთან, მხოლოდ 17.6%-ია სრულად აცრილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები