მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cavea და tkt.ge ₾1.6 მილიონით დაჯარიმდნენ, Biletebi.ge - ₾5 ათასით - რა არგუმენტები აქვს მარეგულირებელს?

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას Cavea და biletebi.ge-ის მფლობელები გაასაჩივრებენ - როგორც ცნობილია, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ. დაჯარიმებული სამი სუბიექტიდან, ყველაზე მეტი, 1 120 562 ლარით სააგენტომ ,,კავეა" დააჯარიმა. bm.ge-სთან საუბრისას "კავეას" წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია არ ეთანხმება ჯარიმას და გეგმავს, პროცესი სასამართლოში გააგრძელოს. "არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. სხვა დეტალები, როგორ გაგრძელდება პროცესი უკვე იურისტების კომპეტენციაა", - ამბობენ ,,კავეაში". Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი კი bm.ge-სთან ამბობს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ სამართლიანია. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შედეგად biletebi.ge შეძლებს დაბრუნდეს ბაზარზე.

სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - "კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს" თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები