მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CBS ჯგუფი - "ამ მანქანას ერთად ვმართავთ“

63a9811f63444
BM.GE
26.12.22 17:07
1634
Forbes-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელი იყო ყველა მსხვილი და რთული გარიგებები, რომელიც CBS ჯგუფის ახალგაზრდა ფინანსური დირექტორის თამარ გახარიას მართვის ქვეშ განხორციელდა, გახარია საუბარს VEON საქართველოს გამოსყიდვის პროცესით იწყებს.

აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მოლაპარაკებები არც ომის დროს დაწყებულა და არც ომის გამო. VEON ჰოლდინგთან წილის გამოსყიდვაზე საუბარი CBS ჯგუფმა სამი წლის წინ დაიწყო. ომი, თავისთავად, ამ გარიგებისთვის უფრო რთულ მოცემულობად იქცა, რადგან პროცესის დასახურად მეტი დრო, რესურსი და ენერგია იყო საჭირო. გარიგების ყველაზე პრობლემური ნაწილი - საჭირო დაფინანსების ისე უზრუნველყოფა გახდა, რომ ეს არ ქცეულიყო სანქცირებული პირებისთვის რაიმე ფინანსური სარგებლის მომტან ფაქტად. საბოლოოდ, გარიგება დაიხურა და ჩვენ შევიძინეთ სამიზნე კომპანიის 100%-იანი წილი. VEON საქართველოს, იგივე ბილაინის გამოსყიდვა, იყო წმინდა საქმიანი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც.

თამარ, CBS ჯგუფის-ის მიერ განხორციელებულ რომელ გარიგებებს აღნიშნავდით, რომელიც უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდა?

მგონია, რომ ტერმინი „ხელმძღვანელობა“ არასწორად აღწერს CBS Group-ში მიმდინარე პროცესებს. იმისათვის, რომ გარიგება დასრულდეს, გუნდი ერთიანდება ერთი კონკრეტული მიზნის ქვეშ. მე პროცესს საკუთარი თავის მოტივირებიდან ვიწყებ და ალბათ, ამიტომ მაქვს უნარი გუნდის ყველა წევრისგანაც მივიღო მაქსიმალური შედეგი. CBS ჯგუფი მანქანას ჰგავს. წარმოდგენისთვის გკითხავთ- შეგიძლიათ განსაზღვროთ მანქანის რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია: ძრავა, ტრანსმისია თუ მუხრუჭები? ჩემი პასუხია, რომ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლი ვერ ივლის წინ- ძრავის გარეშე, ვერ მიაღწევს საჭირო სისწრაფეს, თუ ტრანსმისია არ მუშაობს, ხოლო გაუმართავი მუხრუჭებით, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. სწორედ ეს გახლავთ CBS ჯგუფის-ის კულტურა, სადაც გუნდის ყველა წევრი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ "მანქანას“ ერთად ვმართავთ.

სწორედ ამ მანქანის მართვისას ვარ ჩართული CBS ჯგუფის ყველა მნიშვნელოვან პროცესში, იქნება ეს M&A ტრანზაქციები, მენეჯმენტის და პროცესების ცვლილებები, კომპანიების საოპერაციო საქმიანობა, თუ აქტივების მართვა. ამრიგად, ჩვენს მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან გარიგებებს შორის რაიმე ფორმით დიფერენცირება- რთული ამოცანაა. თითოეულ ტრანზაქციას აქვს თავისი წარმატების ისტორია. მაგალითად, ლუდსახარშის გასხვისება ჩემი პირველი საქმე იყო CBS Group-ში. ეს არ იყო მსხვილი გარიგება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გაყიდვისთვის სწორი დრო იყო შერჩეული. ასევე, არანაკლებ საინტერესოა ჩვენი პორტფელის მუდმივი რესტრუქტურიზაციის პროცესი. სხვა მნიშვნელოვან გარიგებებს შორის მინდა აღვნიშნო: კავკასუს ონლაინის ორეტაპიანი გასხვისება, Europe-bet-ის აქციების გაყიდვა და უახლესი გარიგებები, როგორიცაა თბილისი ენერჯისა და თელასის აქციების შეძენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ, დავიწყეთ ცვლილებები, ამის მაგალითია კომპანია „მარნაველი“, „საქართველოს ეროვნულ ლატარია“ და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები