მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CBS ჯგუფი - სხვაობა მონოპოლიასა და ექსკლუზივს შორის

63a97ff23132f
BM.GE
26.12.22 15:05
738
ინგლისურენოვანი Forbes-ის შეკითხვაზე რა სტარტეგიას იყენებს CBS ჯგუფი პორტფელის შედგენისას და რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია პირველ რიგში რისკის ფაქტორს უსვამს ხაზს:

ნებისმიერი ინვესტიცია მოიცავს რისკს და ვერავინ შეძლებს მის სრულად აღმოფხვრას. რაც მომწონს ჩვენს აქციონერში არის ის, რომ მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობა. მას სჯერა ყველაზე მთავარის - იდეის! იდეის, რომელსაც ახორციელებს და დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დაძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას, არ აქვს მნიშვნელობა, მისი ინიციატივა - ემოციურია, ფილანტროპული თუ რაციონალური. სწორედ მისი ეს დამოკიდებულება ქმნის ჩვენს სამუშაო გარემოს. თუმცა, როდესაც ეს ჩემზე ხდება დამოკიდებული, ყველაფერი თვლით და გათვლებით იწყება, სადაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ინვესტიციის განხორციელების დროულობა, ზრდის პერსპექტივა, სინერგიული ეფექტი პორტფელში არსებულ კომპანიებს შორის და რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი საყვარელი ჩარჩო, საიდანაც ვაშენებ სხვადასხვა მატრიცებს, რომლებიც გამოიყენება შემდგომში გადაწყვეტილებების მისაღებად, არის ე.წ. CANSLIM სტრატეგია, შესაძლოა იმიტომ, რომ სიტყვა SLIM ასოცირდება რაღაც სასურველთან - გამხდარობასთან (იცინის). მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ სტრატეგიის ადაპტირება მოვახდინე და ქართულ რეალობას მოვარგე.

Telmico, Telasi და Tbilisi Energy წარმოადგენენ CBS ჯგუფის პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს. რატომ გიზიდავთ ბუნებრივი მონოპოლიები?

ნება მომეცით, ერთმანეთისაგან გავმიჯნო ბუნებრივი მონოპოლია და ექსკლუზიური ლიცენზიის ფლობა. მონოპოლია არის ინდუსტრია, რომელშიც მაღალია ინფრასტრუქტურული ხარჯები და ან არსებობს ბაზარზე შესვლის სხვადასხვა მაღალი ბარიერები. ხშირად, პირველი მიმწოდებელი ბაზარზე იკავებს მონოპოლისტურ პოზიციას. ექსკლუზიური ლიცენზიები კი, გაიცემა კერძო სექტორზე, იმ კრიტიკული ინდუსტრიების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, რომლებიც ბაზრის ზომასთან მიმართებაში, მაღალ კონკურენციის პირობებში, ვერ შეძლებდა არსებობისათვის საჭირო მოგების გენერირებას.

ჩვენი ქვეყნის მსგავს ტურბულენტურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანია პორტფელის დაბალანსება ისეთი კომპანიებით, რომელთა პროდუქტებსა თუ სერვისზე მოთხოვნა სტაბილურია. თუმცა, აქვე არსებობს კომპრომისიც: დაბალი რისკების სანაცვლოდ იღებ ზღვრულ მომგებიანობას და შეზღუდულ ზრდის შესაძლებლობას. მაღალი რისკი, მაღალ უკუგებას ნიშნავს, თუმცა ხანდახან უმჯობესია უარი თქვა მაღალ მოგებაზე და შეინარჩუნო დაბალი, მაგრამ სტაბილური მარჟა, რაც საშუალებას იძლევა შეადგინო დაბალანსებული პორტფელი და ან მიიღო სინერგიული ეფექტი ასეთი ბიზნესებიდან. შესაბამისად, ამ ტიპის კომპანიები, დამატებით პასუხისმგებელნი არიან განსაკუთრებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და მოთხოვნილი რეგულაციების დაცვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები