აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (CDC) საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეკომენდაციით, აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოს მინიჭებული აქვს 4-ბალიანი სკალით მეოთხე დონე, რაც ვირუსის გავრცელების "მაღალ რისკს" აღნიშნავს.
CDC აშშ-ის მოქაალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩავიდნენ, ამასთან, გამგზავრებამდე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აიცრან.
ერთი საფეხურით უფრო დაბალ, მესამე კატეგორიას განეკუთვნება CDC-ის შეფასებით ვირუსის გავრცელების რისკი სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში.
CDC საკუთარ რეკომენდაციას გარკვეული პერიოდულობით, ძირითადად ყოველთვიურად აახლებს.