მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: კორონავირუსი დახურულ სივრცეში 2 მეტრზე დიდ მანძილზე ვრცელდება

5f7c1cdc6b332
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.20 12:14
1453
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, დახურულ სივრცეში კორონავირუსი ინფიცირებული პირისგან 2 მეტრზე დიდ მანძილზე ვრცელდება. როგორც Bloomberg-ი წერს, ეს შეიძლება  ბიზნესების და სკოლების ხელახალი გახსნისთვის ახალი გამოწვევა გახდეს.

CDC აცხადებს, რომ კორონავირუსი ვრცელდება მცირე ნაწილაკების მეშვეობით საუბრისას, დახველებისას ან დაცემინებისას. ახალი კვლევების მიხედვით კი, ნაწილაკები ჰაერში 2 მეტრზე დიდ მანძილზე გადაადგილდებიან, შესაბამისად, ის გაიდლაინები, რომელიც აქამდე იყო მიღებული ოფისებისთვის, კაფე-ბარებისთვის, რესტორნებისთვის, სასწავლო დაწესებულებებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის, შესაძლოა, შესაცვლელი გახდეს.

„ახალი მონაცემებით, ადამიანები შესაძლებელია დაინფიცირდნენ ორმეტრიანი დისტანციის არსებობის შემთხვევაშიც და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულმა ადამიანმა ცოტა ხნის წინ დატოვა ტერიტორია“, - აცხადებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი.

მიუხედავად ამისა, CDC ამ ეტაპზე არ ცვლის რეკომენდაციებს, შესაბამისად, ძალაში რჩება ნიღბების ტარება, 2-მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება, ხელების ხშირი დაბანა, სამუშაო ადგილის და სხვა საგნების ზედაპირების სველი წესით დამუშავება და ინფიცირებულთან კონტაქტის ან ცუდად ყოფნის შემთხვევაში სახლში დარჩენა.

”საფუძვლიანი ტექნიკური მიმოხილვის შემდეგ CDC-ის რეკომენდაციები იგივე რჩება", - აღნიშნულია ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, CDC ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, უახლოეს მომავალში მოუწევთ თუ არა სხვადასხვა დაწესებულებებს არსებული 2-მეტრიანი დისტანციის გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები