რამდენიმე დღის წინ CENN-მა, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილე ორგანიზაციები დააჯილდოვა. კონკურსის მიზანს მწვანე პოლიტიკის გამტარებელი კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისება წარმოადგენდა, შეემცირებინათ ერთჯერადი გამოყენების პლატსმასის პროდუქტების მოხმარება და ჩაენაცვლებინათ ისინი უფრო მდგრადი პროდუქტებით. კონკურსის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, ჩაუტარდათ ტრენინგები, ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ნარჩენების ნაკადების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შემცირების გეგმის შემუშავება და ქცევაზე ორიენტირებული კამპანიებისა და ღონისძიებების განხორციელება. 6 ოქტომბერს, მონაწილე კომპანიებიდან, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან: ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასი და არა მხოლოდ კონკურსის პარტნიორების მხრიდან ასევე გამორჩეული კონკურსანტები დასახელდნენ პროკრედიტ ბანკმა ნორვეგიის საელჩო საქართველოში და BMG-ის მხრიდან „სილქ ჰოსპიტალითი“-დასახელდა.
სტუმრები: მარიამ ფოფხაძე - "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი;
მაგდა ლაბაძე - NDI-ის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი;
ნათელა ლაგურაშვილი - CENN -ის პროექტის კოორდინატორი.