პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისში, CENN-მა კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ კონკურსის მონაწილე კერძო, საჯარო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, გამართა ტრენინგი ნარჩენების აუდიტისა და ქცევაზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ.
ღონისძიება გახსნა CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოადგილემ ნინო შავგულიძემ და პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა, რომელიც მოგვიანებით შეხვედრის მონაწილეებს შემეცნებით ეკო ტურზე გაუძღვა და მათ პროკრედიტ ბანკის მიერ დანერგილი სხვადასხვა მწვანე პროექტი გააცნო.
ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეები დაესწრებიან ტრენინგს ორ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნარჩენების აუდიტი, ცირკულარული ეკონომიკა და ქცევაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების შემცირებაში. ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტებმა - თრენთენ ჰანთინგთონმა (რომი, იტალია) და ქეითი უილიამსოინმა (ვაშინგტონი, აშშ, RARE ქცევისა და გარემოს ცენტრის წარმომადგენელი) ჩაატარეს.
შეხვედრის ბოლოს, „ირაოს“ სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელმა, ელენე მარგიშვილმა კომპანიის გამოცდილებაზე ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირების მიმართულებით ისაუბრა. 2022 წელს სადაზღვეო კომპანია „ირაომ“, CENN-თან თანამშრომლობით, შეცვალა თბილისის ოფისში პლასტმასას მოხმარების პოლიტიკა, რის შედეგადაც ის გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც უარი თქვა ერთჯერადად მოხმარებადი პლასტმასას შეძენასა და მოხმარებაზე.
კონკურსის შესახებ
2023 წლიდან CENN, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კონკურსს - „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება / Beat Plastic Pollution”, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისებას თავიდან აირიდონ, ან შეამცირონ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას პროდუქტების შესყიდვა და მოხმარება და ჩაანცვლონ ისინი უფრო მდგრადი (ხანგრძლივი გამოყენების) პროდუქტებით; ერთჯერად მოხმარების პლასტმასის პროდუქტებში იგულისხმება პოლიეთილენის პარკები, PET ბოთლები, პლასტმასას ერთჯერადი დანა-ჩანგალი, ჭურჭელი, საწრუპები და სხვა;
ასევე, მწვანე პოლიტიკის გამტარებელი კომპანიებისა და ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდას მწვანე ინიციატივების განხორციელებაში და ცნობიერების ამაღლებას პლასტმასას მოხმარების საკითხებზე.
„შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ კონკურსის მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიები/ორგანიზაციები: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საელჩო საქართველოში, Silkhospitality (რედისონების სასტუმროების ქსელი), კომპანია Bolt, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), სასტუმრო Sheraton Metekhi Palace; მშვიდობის კორპუსი საქართველოში; EFES საქართველო; საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი (NDI); საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი; ახმეტის გარემოსდაცვით ცენტრი “Green Geo”; APM Terminals Poti.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: "ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. კონკურსის მედია პარტნიორია BMG.

























